logo
ENG



კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი გარდაიცვალა

12 ივნ 202110:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  498 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 667 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 425 PCR ტესტით.

გამოვლენილი ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებზე ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 452 
  • აჭარა - 56
  • იმერეთი - 82
  • ქვემო ქართლი - 43
  • შიდა ქართლი - 47
  • გურია - 2
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48
  • კახეთი - 42
  • მცხეთა-მთიანეთი - 13
  • სამცხე-ჯავახეთი - 6
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,  11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე 2.32%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 443-ს. აქედან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი გარდაიცვალა.


close დახურვა